суббота, 11 июля 2015 г.

მეცხრე დღე

დღეს დავასრულეთ ტრენინგი. ვიყავით ერთმანეთის თეთრი და შავი ოპონენტი, მოვისმინე რა მქონდა კარგი და რა ცუდი. ერთმანეთის შეფასებებით  ვისწავლე თუ რა მქონდა არასწორად ნამუშევარი და როგორ უნდა სრულყოფილი გეგმის შედგენა. intel-ის კურსის გავლამ მოლოდინს გადააჭარბა, რაშიც დავრწმუნდი ასეთი სწავლებით მოსწავლეებში განვავითარებ დამოუკიდებლად მუშაობის, მსჯელობის, გადაწყვეტილების მიღების.......უნარებს. თითოეული შეხვედრა ძალიან საინტერესო, შრომატევადი და ბევრის მომცემი იყო. ძალიან მიხარია რომ დავამთავრეთ ტრენინგები და თან ძალიან მწყდება გული რადგან ტრენერი ძალიან კარგი გვყავს.    

среда, 8 июля 2015 г.

მერვე დღე

     ვაიმე! რა მეშველება! რამდენი დავალება. რას მოვდიოდი ნეტა.ეხლა სერიოზულად.
ჩემი პროექტი, სლაიდი და დანარჩენი სხვა ნაწილობრივ მაქვს შესრულებული. აუცილებლად დავასრულებ, რათა არ მივიღო შენიშვნები. გავეცანი ფასილიტაციის მოდულს, როგორ უნდა მივცე მოსწავლეებს მიმართულება, რა გზით აკეთონ სლაიდები, პროექტი და სხვა. ისე ძალიან დამღლელი დღე იყო, მაგრამ დრო სწრაფად გავიდა მუშაობაში.

понедельник, 6 июля 2015 г.

მეექვსე დღე

დღევანდელი დღე დამღლელი იყო. განვიხილეთ პროექტები და სლაიდები, ზოგი მოგვიწონა, ზოგიც დაგვიწუნა, მაგრამ ვისწავლე ბლუმისა და გარდნერის მატრიცა. გავიგე მათი გამოყენებით როგორ დავგეგმო გაკვეთილები, რომ უკეთ მოვარგო მოსწავლის უნარებსა და ცოდნის დონეს.ვიმუშავე ბლოგის დიზაინზე, რომელიც ძალიან რთული იყო. ისე კი ძალიან მიხარია რომ სახლში მივდივარ.

суббота, 4 июля 2015 г.

VI-დღე

საინტერესო დღე მქონდა, მოვისმინე თითოეული მსმენელის  პრეზენტაცია, შევიტანეთ შესწორებები, მაგრამ ბოლომდე არა. მომდევნო დღისათვის ალბათ დავასრულებ.გავეცანი რამოდენიმე საპროექტო გეგმის ნიმუშს, და აუცილებლად გამოვიყენებ მომავალში. გავეცანი მოსწავლის სავარაუდო შეფასების რუბრიკებს, რომელიც ძალიან საინტერესო იყო და ვფიქრობ გამომადგება მომავალში. 

среда, 1 июля 2015 г.

დღე მეხუთე

დღეს ვისაუბრეთ ძალიან საინტერესოდ პორტფოლიოს რუბრიკების შესახებ.კავშირში მოვიყვანეთ პროექტი და სლაიდები,  რომელიც ძალიან რთულია, არ ვიცი თავს როგორ გავართმევ, ვფიქრობ მუშაობა ხომ არ დავტოვო....... ისე ძალიან დავიღალე, ეხლა ძილს არაფერი მირჩევნია.

понедельник, 29 июня 2015 г.

დღე მეოთხე

დღევანდელმა დღემ კიდევ უფრო დამაბნია, ბევრი დამანახა რაც არ მცოდნია, მაგრამ იმედია თავს კარგად გავართმევ და უკეთ გავაკეთებ პროექტს. ძალიან ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი. თუმცა დაძლევადი.

суббота, 27 июня 2015 г.

დღე მესამე

- დღევანდელმა დღემ დამანახა თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროექტები სასწავლო პროცესში, რამდენად სწორად წავმართავთ სასწავლო პროცესს და რა შედეგზე გაგვყავს მოსწავლეები რათა მათ ავუმაღლოთ სწავლის დონე და მოტივაცია

среда, 24 июня 2015 г.

ძალიან საინტერესო იყო დღევანდელი დღე.ბევრი ვისწავლე, ბევრიც გავიხსენე, ძალიან ბევრი სასწავლი დამრჩა, მაგრამ მაინტერესებს საბოლოოდ როგორ პროექტებს ჩავატარებ. მეორე დღე პირველს ჯობდა, რადგან პროექტი შინაარსობრივად კარგად გავიგე.

понедельник, 22 июня 2015 г.

დღე პირველი

       მე დღევანდელი დღიდან ველოდი თითქმის იმას რაც მივიღე, მაგრამ უკეთესი იქნებოდა ეს ტრენინგები ჩატარებულიყო გაზაფხულზე, რადგან გამოცდებისათვის მომზადებაში ხელს მიშლის და დრო არ მყოფნის.
        საერთო ჯამში ძალიან კარგი და საინტერესოა. ვფიქრობ ძალიან გამომადგება ახალი სასწავლო წლიდან ტექნოლოგიებით ჩატარებული გაკვეთილები უკეთეს შედეგზე გამიყვანს.